14:47 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 09:45:11, 2098 ნახვა

სამართალი
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სააგენტომ საქართველოს შს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს სიგელი გადასცა

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (ევრაზია) 2016 წელს პროექტების განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს მადლობის სიგელი გადასცა და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) მჭიდროდ თანამშრომლობს სასაზღვრო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.

ერთობლივი პროექტები ითვალისწინებს შს სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტექნიკურ აღჭურვასა და თანამშრომელთა შესაძლებლობების გაუმჯობესებას, როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics