|
2016-12-19 13:48:37, 1532 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, რომ დანაშაულის სტატისტიკა აღარ ქვეყნდება, ამას კანონი არ მავალდებულებს
„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დანაშაულის სტატისტიკა არ ქვეყნდება, არანაირი კანონი ამას არ მავალდებულებს“,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია ერთიანი არ არის და ვისაც როგორ უნდა ისე ითვლის. „მხედველობაში მაქვს ის უწყებები, რომლებიც ითხოვენ ამ სტატისტიკას. ამას მიეძღვნა ერთი შეხვედრა, რომელიც ჩაატარა ჩემმა მოადგილემ, კონკრეტულად ახსნა ეს ყველაფერი და მე ვფიქრობ, რომ ყბადაღებულ თემად იქცა სტატისტიკა, თითქოს ჩვენ არ ვაქვეყნებთ სტატისტიკას, ვმალავთ. არავისთან არაფერს არ ვმალავთ, ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვს ძალიან ბევრ ადამიანს, როგორც უნდა ისე ითვლის ამ სტატისტიკას. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, სტატისტიკა დაითვლება წლის ბოლოს, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს და არა ისე, როგორც ახლა - მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს კედელთან გვაყენებენ და გვეუბნებიან, რომ ლამის არის კვირაში ერთხელ ვაქვეყნებთ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაციას“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)