|
2016-12-19 13:35:00, 1562 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: „აუდიტორია 115“-ის გადაწყვეტილება მე-6 კორპუსის პიკეტირებასთან დაკავშირებით, დანაშაულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის გადაწყვეტილებას მე-6 კორპუსის პიკეტირებასთან დაკავშირებით დანაშაულად აფასებს. მინისტრის თქმით, მე-6 კორპუსის პიკეტირება, არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომ თავიანთ მეგობრებს სწავლაში ხელი შეუშალონ, რაც ჩვეულებრივი დანაშაულია. “უნივერსიტეტი ავტონომიურია მოგეხსენებათ და თვითონ უნდა გადაწყვიტონ ეს ამბავი. საკანონმდებლო თვალსაზრისით ჯერ კიდევ პრემიერი და მეც დავპირდით სტუდენტებს, რომ მათი მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიზამთ, რომ 100 სტუდენტის მოთხოვნა გავითვალისწინოთ და 20 000-ის დავტოვოთ უყურადღებოდ. ამიტომ შექმნილია პლატფორმა, შექმნილია მუშაობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და ისეთი ვარიანტი გვექნება ჩვენ საკანონმდებლო თვალსაზრისით, რომელიც თითოეულ უნივერსიტეტს მისცემს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, რომ თვითონ გადაწყვიტოს თავის შიგნით როგორი ორგანიზება გააკეთონ”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)