|
2016-12-16 16:54:56, 1607 ნახვა
კომენტარი
სკოტი: სირიაში ჰუმანიტარული ოპერაციის მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან უკიდურესად მნიშვნელოვანია
საქართველოში გაერო-ს მუდმივი ელჩის ნილ სკოტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნებისმიერი ჰუმანიტარული სახის მხარდაჭერა სირიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. სკოტის თქმით, საქართველო არის გაერო-ს საკმაოდ აქტიური წევრი და გენერალურ ასამბლეაში ძალიან ეფექტურად მუშაობს. „გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ სირიაში ირღვევა ჰუმანიტარული პრინციპები. ეს არის ტრაგედია, როდესაც 2016 წელს ჩვენ ვხვდებით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აბსოლუტურად საშინელ დარღვევას. ამ მხრივ საქართველო შესაძლოა, ჩაერთოს მრავალ დონეზე. საქართველო არის გაერო-ს საკმაოდ აქტიური წევრი ძალიან ეფექტურად მუშაობს გენერალურ ასამბლეაში. საქართველო არის ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს შეუძლია, ისაუბროს ძალიან მკაფიოდ სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. მეორე მხრივ, სირიაში მიმდინარეობს ჰუმანიტარული ოპერაცია, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. საქართველოს მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მისი ნებისმიერი სახის მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანი, ღირებული და დროული იქნება”, - განაცხადა ნილ სკოტმა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)