01:14 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 14:34:39, 2765 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გახანგრძლივებას გეგმავს

საფრანგეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გახანგრძლივებას გეგმავს, - ამის შესახებ France24 იუწყება. 

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ბერნარ კაზნოვის განცხადებით, ის მთავრობის შესაბამის შეთავაზებას პარლამენტს წარუდგენს. კაზნოვის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 2017 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდა. 

საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში 2015 წლის ნოემბერში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ მოქმედებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეროვნული ასამბლეა და სენატი მომდევნო კვირას განიხილავენ. 

ცნობისთვის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის აპრილში ჩატარდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics