12:57 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 13:20:12, 2555 ნახვა

სამართალი
საია: კულტურის მინისტრის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ მილიონ ლარზე მეტი ვალი აქვს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის, მისამართზე რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს ვალი აქვს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საუბარია კერძო კომპანიაზე, რომელსაც სახელმწიფოსგან იჯარით, 49 წლით აქვს მიღებული ქონება და რომელსაც სახელმწიფოს ვალი მილიონ ლარზე მეტი დაუგროვდა.

“ესიჯარის ქირა იყო, რომელიც მათ უნდა გადაეხადათ თბილისის ფილარმონიის  სარგებლობისათვის, რომელიც 29 წლიანი ვადით აქვთ გადაცემული, თუმცა 2011 წლიდან მოყოლებული კომპანიას ეს თანხა არ გადაუხდია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2013 წლიდან დღემდე, პრაქტიკულად სახელმწიფოს აღარ შეუწუხებია კომპანია იმისთვის, რომ გადაეხადა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება. კომპანიის იურიდიული მისამართი ასევე დღემდე რჩება მინისტრის საცხოვრებელი, ეს არის გაბაშვილის ნომერი 1“, - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა სულხან სალაძემ.

საიას თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, აღნიშნული ხელშეკრულება შეწყდეს და დავალიანება იქნეს ამოღებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics