|
2016-12-07 12:18:29, 2395 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელმა გერმანიაში ფარანჯისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყანაში ფარანჯისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქ ესენში "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მერკელმა აღნიშნა, რომ ამგვარი მუსლიმური ტანსაცმლის ტარება ყველგან უნდა აიკრძალოს, სადაც ეს სამართლებრივი თვალსაზრისითაა შესაძლებელი. "ეს ჩვენი არ არის", - განაცხადა მერკელმა. მანვე განმარტა, რომ გერმანიაში ადამიანებს შორის კომუნიკაციის დროს სახის ჩვენებაა მიღებული. "ამიტომ ჩვენთან არ არის მიღებული ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც სახესა და სხეულს ფარავს", - განაცხადა კანცლერმა. მისივე თქმით, ფარანჯის ტარება უნდა აიკრძალოს სკოლებში, სასამართლო შენობებში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. ანგელა მერკელმა ასევე გაიხსენა თავისი ვალდებულებები, არ დაუშვას ქვეყანში 2015 წლის შემოდგომას შექმნილი ვითარების გამეორება, როდესაც გერმანიაში ასობით ათასი არალეგალი მიგრანტი ჩავიდა. "ეს იყო და რჩება ჩემს პოლიტიკურ ამოცანად. ამ საკითხზე ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვმუშაობთ", - განაცხადა მერკელმა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)