23:17 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 15:53:48, 2187 ნახვა

მსოფლიო
ჰანი: იმედი მაქვს, რომ პარლამენტი და ევროსაბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებენ

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში იოჰანეს ჰანის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ პარლამენტი და ევროპული საბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "მოამბე" ავრცელებს. 

როგორც ჯანმა აღნიშნა, დროებითი შეჩერების მექანიზმი ვიზალიბერალიზაციისთვის წინაპირობაა.

„მე ყოველთვის ოპტიმისტი ვარ. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს მივაღწიეთ. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ პარლამენტი და ევროპული საბჭო  დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებს. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, დროებითი შეჩერების მექანიზმი წინაპირობაა ვიზალიბერალიზაციისთვის. შეთანხმების შემდეგ ტექნიკური მხარე დარჩება. შესაძლოა, პარლამენტში კენჭისყრა თებერვალში ან მარტში შედგეს. დაგვჭირდება დრო გადაწყვეტილების აღსასრულებლად და დოკუმენტების თარგმანი, რასაც დაახლოებით ერთი ან ორი თვე დასჭირდება“,- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პარტნიორობის ფორუმი გაიმართა, სადაც ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისარმა სიტყვით გამოსვლისასაც ისაუბრა.

ფორუმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც ესწრებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics