|
2016-11-24 14:37:10, 2576 ნახვა
მსოფლიო
მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავჯმდომარის პოსტზე კენჭს აღარ იყრის
ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობზე მორიგი ვადით კენჭისყრაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ შულცმა ოფიციალური განცხადება გააკეთა. როგორც შულცმა აღნიშნა, ის გერმანიის პოლიტიკაში ბრუნდება. "ბოლო ერთი თვის განმავლობაში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაციას, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კენჭი არ ვიყარო. მომავალ წელს კი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით ბუნდესტაგის არჩევნებში მივირებ მონაწილეობას", - განაცხადა შულცმა. შულცის თქმით, ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, რადგან "იყო ევროპარლამენტის თავმჯდომარე ძალიან დიდი პატივია". "ჩემი ღირებულებები ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით არ შეიცვლება. მე ვრჩები ევროპული განვითარების მომხრედ. ევროპული ინტეგრაცია არის ცივილიზაციის ყველაზე წარმატებული პროექტი. ამიტომ მე გავაგრძელებ ევროპულ განვითარებას უკვე ჩემი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში", - აღნიშნა შულცმა. როგორც გერმანული მედია წერს, სოციალ-დემოკრატიული პარტია მარტინ შულცს, ვიცე-კანცლერ ზიგმარ გაბრიელთან ერთად, გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატად განიხილავს. აღსანიშნავია, რომ პარტია საბოლოო კანდიდატს იანვარში დაასახელებს. სოციალურ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის მეტოქე იქნება. ამასთან, მედიის ცნობით, მარტინ შულცმა შესაძლოა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავოს და ამ პოსტზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეცვალოს. თავად შტაინმაიერი კი გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატად არის წარდგენილი. შეგახსენებთ, რომ მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას 2012 წლის იანვრიდან იკავებს.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)