|
2016-11-11 17:12:13, 1974 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ახლა თავს ვგრძნობ, როგორც 2001 წელს, როდესაც შევარდნაძის მთავრობიდან წავედი
ახლა თავს ვგრძნობ, როგორც 2001 წელს, როდესაც შევარდნაძის მთავრობიდან წავედი, ახალი პოლიტიკური ძალა დავაფუძნე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ადამიანს ორ ფრონტზე მუშაობა არ შეუძლია. „საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს მე იქ არ ვიმყოფებოდი. როდესაც ვიყავი საქართველოში, ჩვენ შევძელით საქმის გაკეთება. ახლა მე თავს ვგრძნობ, როგორც 2001 წელს, როდესაც შევარდნაძის მთავრობიდან წავედი, ახალი პოლიტიკური ძალა დავაფუძნე, ვადამდელი არჩევნები დავნიშნეთ, გავიმარჯვეთ და გავატარეთ რეფორმები. ჩვენ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ, შევცვლით ხელისუფლებას და შევცვლით ხალხის დამოკიდებულებას ხელისუფლებისადმი, რადგან ხალხი ხელსუფლებლებისგან მხოლოდ ნეგატიურს ელის”, - განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოსთან არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც დონალდ ტრამპი წლების წინ თვლიდა, რომ სააკაშვილის გამოცდილების გამოყენება შეიძლებოდა და იგივე აზრზე იყო ჰილარი კლინტონი, პოროშენკომ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. მისივე ინფორმაციით, პოროშენკოს სურდა ის გამოეყენებინა კორუფციისა და ინტრიგებისთვის და არა რეფორმებისთვის. „მე ვარ აქ იმისთვის, რომ გამოვიყენო ჩემი გამოცდილება. პოროშენკოს არ უნდოდა ჩემი გამოცდილების გაზიარება რადგან მას არ სურდა ხალხის დახმარება“, - აღნიშნა სააკაშვილმა. მან განაცხადა, რომ არ შეხვდება არც პოროშენკოს და არც მისი ადმინისტრაციის წევრებს მანამ, სანამ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. სააკაშვილმა ასევე საქართველოში მის ოპოზიციაში ყოფნასთან პარალელი გაავლო და 2001 წელი გაიხსენა. „მე ახლა თავს ვგრძნობ უკრაინაში, როგორც ვგრძნობდი საქართველოში 2001 წელს, როდესაც წავედი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმლა, ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი დატოვა. მან უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 9 ნოემბრის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომას მხარი დაუჭირა.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)