20:24 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 13:18:27, 2264 ნახვა

მსოფლიო
ჟან-კლოდ იუნკერი: თურქეთი ევროკავშირს სულ უფრო შორდება

თურქეთი ევროკავშირს სულ უფრო შორდება, - ამის შესახებ ევროკომიის პრეზიდენტმა ჯან კლოდ იუნკერმა განაცხადა.

როგორც იუნკერმა აღნიშნა, თუ თურქეთი ვიზალიბერალიზაცის არ მიიღებს, ეს მისი პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ბრალი იქნება.

“თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ თურქეთს უარს ვეტყვით უვიზო რეჟიმზე, ამაზე პასუხისმგებლობა თურქეთის ხელისუფლებას დაეკისრება და არა ევროკავშირს. ბატონ ერდოღან მოუწევს, აუხსნას საკუთარ მოქალაქეებს, თუ რატომ არ შეუძლიათ დანარჩენი ევროპელებისგან განსხვავებით ევროპაში თავისუფლად გამგზავრება”, - განაცხადა იუნკერმა.

ცნობისთვის, ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ანკარას მიგრაციის კრიზისის მოგვარების სანაცვლოდ ვიზალიბერალიზაცია მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა თურქეთის ანტიტერორისტული კანონის ირგვლივ არსებული უთანხმოებების გამო, ეს ვერ მოხერხდა. ანტიტერორისტული კანონის შეცვლა ვიზელიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერი პუნქტი ითვალისწინებს, რომლის შესრულებაზეც ანკარა უარს აცხადებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics