|
2016-11-09 15:13:11, 2235 ნახვა
მსოფლიო
არეულობა აშშ-ში - მოქალაქეები ტრამპის გამარჯვებას აპროტესტებენ
ვაშინგტონში თეთრ სახლთან ასობით ადამიანი შეიკრიბა და დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას აპროტესტებს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ პლაკატები წარწერებით - “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში”, “ამერიკა კვლავ სიძულვილს უბრუნდება”. ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილი ტრამპის მისამართით შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს სკანდირებს. როგორც სააგენტო წერს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი კალიფორნიის შტატში მიმმდინარეობს. საპროტესტო აქციები აშშ-ის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ოუკლენდსა და სიეტლში იმართება. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები დებოშს აწყობენ, მაღაზიების მინებს ამსხვრევენ და საბურავებს წვავენ. კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტა და სლოგანით "შენ არ ხარ ამერიკა, ამერიკა ვართ ჩვენ" ტრამპის გამარჯვებას აპროტესტებენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკვე ამომრჩეველთა კოლეგიის 290 ხმა დააგროვა, ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს. ცნობისთვის, გამარჯვებისთვის საჭირო იყო 270 ხმის მიღება.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)