|
2016-11-09 12:01:01, 2765 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა
ამერიკული მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მედია საშუალებები სხვადასხვა მონაცემებს ავრცელებენ. ასე მაგალითად, CNN-ის ინფორმაციით, "რესპუბლიკელ" კანდიდატს კოლეგიის 288 ხმა, მაშინ როდესაც მის ოპონენტ ჰილარი კლინტონს 215 ხმა აქვს. UsaToday-ის მონაცემებით, ტრამპს 276 ხმა აქვს დაგროვილი, ჰილარი კლინტონს კი 218. Associated Press-ის მონაცემებით, "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა დააგროვა, ჰილარი კლინტონმა კი 218. Electoral-Vote-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა კოლეგიის 305 ხმა დააგროვა, ხოლო ჰილარი კლინტონმა 229. ამასთან BBC-ის ცნობით, "რესპუბლიკელ" კანდიდატს 265 ხმა აქვს მოპოვებული, მაშინ როდესაც ჰილარი კლინტონმა 218 ხმა დააგროვა. ცნობისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა რესპუბლიკელების კანდიდატის მხარდამჭერები უკვე გამარჯვებას ზეიმობენ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)