|
2016-11-08 14:00:36, 1984 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელ დიპლომატებს რუსეთში, საარჩევნო უბანზე დასწრების უფლება აღარ ექნებათ
ამერიკელ დიპლომატებს რუსეთში, საარჩევნო უბანზე დასწრების უფლება აღარ ექნებათ, - ამის შესახებ BBC-ი იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით დიპლომატიურ ნოტაშია საუაბრი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ მხარეს უკვე გადასცა. რუსეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ აშშ-ში მომუშავე რუს დიპლომატებს საპრეზიდენტო არჩევნებზე დასწრების უფლება არ მისცეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის შეფასებით, მსგავსი შეზღუდვა მიუღებელია. მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა აშშ-ში რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს „საარჩევნო უბნებთან მიახლოება“ აუკრძალა. ზახაროვას მტკიცებით, მოხდა რუსი დიპლომატების დაშინებაც. რიაბკოვის თქმით, ამერიკულ მხარეს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სამომავლოდ, რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე ამერიკელ დიპლომატებს დასწრების უფლება მიეცემათ. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიურო აშშ-ში რუსეთის ოფიციალურ დაწესებულებებზე ზეწოლას ახდენს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)