|
2016-11-07 13:27:22, 2091 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პროქურთული ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს
თურქეთის პროქურთული ოპოზიციური “სახალხო დემოკრატიული პარტიის” დეპუტატებმა პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს და ფრაქციის 9 დეპუტატის დაკავება გააპროტესტეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, დაკავებულთა შორის პარტიის ლიდერი, სელაჰტინ დემირთაშია. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი საკანონმდებლო ორგანოს სხდომებსა და საპარლამენტო კომისიების მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ცნობისთვის, ქვეყნის პროკურატურა 9 დეპუტატს "ქურთისტანის მუშათა პარტიის" საქმიანობის ხელშეწყობასა და ამბოხის წაქეზებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება პარტიის პრაქტიკულად ყველა წევრის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამავე დროს, თურქეთის პრეზიდენტმა ევროპა ტერორიზმის მფარველობასა და ქურთი მებრძოლების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. აღნიშნული განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დასავლეთმა ანკარა “სახალხო დემოკრატიული პარტიის” ლიდერის დაკავების გამო მწვავედ გააკრიტიკა. ერდოღანის თქმით, მას არ ადარდებს ის ფაქტი, რომ დიქტატორს უწოდებენ. მისივე განმარტებით, თურქეთის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დაკავებული დეპუტატები სასამართლოს წინაშე ისე უნდა წარდგენენ, როგორც ტერორისტები.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)