2016-11-05 09:50:47, 1730 ნახვა
სამართალი
შსს-მ სოფელ კალაურში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ კალაურში, 2016 წლის 4 ოქტომბრიდან ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი გ.ნ. დააკავეს.
ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული:
„შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2016 წლის 4 ოქტომბრიდან გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი, 1984 წელს დაბადებული გ.ნ. გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თავის დედას - ლ. ნ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან