|
2016-11-03 16:59:40, 2280 ნახვა
მსოფლიო
ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის რეიტინგებს შორის სხვაობა მინიმალურია
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის რეიტინგებს შორის სხვაობა მინიმალურია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, გამოკითხვის თანახმად, რომელიც გამოცემა The New York Times-მა და და ტელეკომპანია CBS-მა ჩაატარეს, დემოკრატი კანდიდატი რესპუბლიკელს 3 %-ით უსწრებს. კერძოდ, ჰილარი კლინტონს მხარდაჭერა გამოკითხულთა 45%-მა გამოუცხადა, დონალდ ტრამპს კი 42 %-მა. გარდა ამისა, სააგენტო Real Clear Politics-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ჰილარი კლინტონი თავს რესპუბლიკელ მეტოქეს მხოლოდ 1,7 %-ით უსწრებს. ყოფილი სახელმწიფო მდივნის უფრო დიდ უპირატესობას სააგენტო Reuters-ისა და სოციოლოგიური სააგენტო Ipsos-ის ერთობლივი გამოკითხვა აჩვენებს, რომლის შედეგების თანახმად დემოკრატ კანდიდატს ამომრჩევლების 6%-ით მეტი უჭერს მხარს, ვიდრე რესპუბლიკელს. ცნობისთვის, აშშ-ის 22 მილიონმა მოქალაქემ უკვე მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის წინასწარ პროცედურაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)