07:30 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 12:52:05, 2468 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

საბჭოს სხდომაზე იმ მოსასამართლეების დანიშვნას უყარეს კენჭი, რომელთაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურებათ.

თორმეტივე მოსამართლემ საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობა მოიპოვა.

უვადოდ დანიშნული მოსამართლეები არიან: ნატალია ნაზღაიძე, გიორგი მიროტაძე, გერმანე დადეშქელიანი, ნინო შარაძე, ციცინო კიკვაძე, მერაბ ღვინიაშვილი, ნანა ჯანხოთელი, გოჩა ფუტკარაძე, ხათუნა ხომერიკი, ნანა ჭიჭილეიშვილი, მურთაზ მეშველიანი და ლევან მიქაბერიძე. 

რაც შეეხება გახმაურებული საქმეების მოსამართლეებს, ნატალია ნაზღაიძემ , რომელიც სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“- ის საქმეზე კოლეგიის თავმჯდომარე იყო, საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერა მიიღო. გერმანე დადეშქელიანმა კი, რომელიც 7 ნოემბრის საქმეზე გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით სასამართლო სხდომებს უძღვებოდა, საბჭოს 13 წევრმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო.

უვადოდ დანიშნული მოსამართლეები თანამდებობაზე საპენსიო ასაკის მიღწევამდე იმუშავებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics