|
2016-10-25 16:57:45, 2251 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს
გერმანიის რამდენიმე ქალაქში ინტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იუწყება, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ჩეჩნების ჯგუფი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილები. გამოცემის ინფორმაციით, 2015 წლიდან პოლიცია რუსეთის მოქალაქეს, 28 წლის ეთნიკურ ჩეჩენს აკვირდებოდა, რომელიც, გამოძიების თანახმად, სირიაში გამგზავრებას და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებას გეგმავდა. გამოძიების დროს პოლიციელებმა დაადგინეს, რომ 10 ჩეჩენი მამაკაცი და 3 ქალი, სავარაუდოდ, ტერორისტებს ფინანსურ დახმარებას უწევდნენ. Deutsche Welle-ს ცნობით, ეს პირები "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებას გეგმავდნენ. ამასთან, როგორც სამართალდამცველებისთვის არის ცნობილი, გერმანიაში რაიმე ტერორისტული აქტის მცდელობა არ იგეგმება. ცნობისთვის, გერმანიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მას შემდეგ რაც ივლისში 2 თავდასხმა განხორციელდა, რომლებზეც პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)