17:36 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 12:51:24, 2268 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

"ისლამურმა სახელმწიფომ" პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, პაკისტანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კვეტაში პოლიციის აკადემიაზე თავდასხმის შედეგად 60 ადამიანი გარდაიცვალა, 120-ზე მეტი კი დაშავდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაციას, რომ ტერაქტში 5-6 თავდამსხმელი მონაწილეობდა, აქედან 3-ს ე.წ შაჰიდის ქამარი ეკეთა.

აკადემიის ერთ-ერთი კურსანტის თქმით, ტერორისტებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს და თავის აფეთქებით იმუქრებოდნენ.

ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი კურსანტების საერთო საცხოვრებელში აიფეთქა. აფეთქებების შედეგად აკადემიის ბევრი კურსანტი გარდაიცვალა.

მესამე ტერორისტმა თავის აფეთქება ვერ მოასწრა, რადგან სპეცრაზმმა მისი ლიკვიდაცია მოახდინა.

ქალაქ კვეტაში სეპარატისტების და ისლამისტების შეტაკებები საკმაოდ ხშირია. ცნობისთვის, აგვისტოში ერთ-ერთი შეტაკების დროს 88 ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics