17:36 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 09:24:54, 1937 ნახვა

მსოფლიო
კურტ ვოლკერი: აშშ საქართველოს ან უკრაინის ხარჯზე, რუსეთთან ახალ პარტნიორობას არ დაიწყებს

„ეროვნული უსაფრთხოების ბევრმა რესპუბლიკელმა ექსპერტმა ტრამპი ღია წერილებში გააკრიტიკა, მათ შორის, მისი რუსეთისადმი პოლიტიკის გამო, ამიტომ არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ობამას კრიტიკა ზუსტი იყო“, - ამის შესახებ შტატების ყოფილმა ელჩმა ნატოში, კურტ ვოლკერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა.

 “იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის წინააღმდეგი იყო, ასევე ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპს. ეროვნული უსაფრთხოების ბევრმა რესპუბლიკელმა ექსპერტმა ტრამპი ღია წერილებში გააკრიტიკა, მათ შორის, მისი რუსეთისადმი პოლიტიკის გამო. ამიტომაც არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ობამას კრიტიკა ზუსტი იყო. შეიძლება ის ეხებოდეს რამდენიმე რესპუბლიკელს, მაგრამ რესპუბლიკელების უმრავლესობამ გააკრიტიკა როგორც გადატვირთვის პოლიტიკა, ასევე დონალდ ტრამპის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით“, - აღნიშნა ვოლკერმა.

რაც შეეხება არჩევნების გავლენას რუსეთის სამეზობლოზე, ვოლკერი მიიჩნევს, რომ ამერიკა, "საქართველოს ან უკრაინის ხარჯზე, რუსეთთან ახალ პარტნიორობას არ დაიწყებს."

მისი თქმით, შეერთებული შტატების სიძლიერე მის ინსტიტუტებში და ღირებულებებშია, შესაბამისად, ამერიკის საგარეო პოლიტიკის მკვეთრცვლილებას პრეზიდენტის შეცვლით არ უნდა ველოდეთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics