|
2016-10-20 11:59:58, 2026 ნახვა
მსოფლიო
მერკელი: ალეპოს დაბომბვა, რომელსაც რუსული და სირიული ავიაცია ახორციელებს, არაადამიანურია
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეფასებით, სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვა, რომელსაც რუსული და სირიული ავიაცია ახორციელებს, „არაადამიანურია“, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრაზე, სადაც უკრაინის საკითხი განიხილებოდა, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა პუტინს ალოპოში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მერკელის განცხადებით, შეხვედრა პუტინთან საკმაოდ "მძიმე" იყო. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, რომ ალეპოში მიმდინარე მოვლენები „სამხედრო დანაშაულია“. მისივე თქმით, ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში, საერთაშორისო კოალიცია მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავს, როგორც ეს ალეპოში ხდება. საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ. ცნობისთვის, ახალი სანქციების დაკისრებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც საუბრობს. შეგახსენებთ, რომ სირიის ქალაქ ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)