|
2016-10-20 10:43:36, 1927 ნახვა
მსოფლიო
"ნორმანდიული ოთხეული" მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად "საგზაო რუკას" შეიმუშავებს
"ნორმანდიული ოთხეული" უკრაინის კონფლიქტის დასარეგულირებლად მინსკის შეთანხმებების განხორციელებისთვის "საგზაო რუკის" შემუშავებაზე შეთანხმდა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა ბერლინში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, "საგზო რუკის" შემუშავება და რატიფიცირება მხარეების მიერ ნოემბრის ბოლომდე იგეგმება. "ეს "საგზაო რუკა" უნდა შეიცავდეს როგორც მინსკის შეთანხმებების შესრულების თანმიმდევრულობას, ისე მათი შესრულების გარანტიებს", - განაცხადა პოროშენკომ. პოროშენკოს თქმით, "ნორმანდიულ ფორმატს" ალტერნატივა არ აქვს. ამასთან, პოროშენკო აღნიშნავს, რომ რუსეთმა დონბასში ეუთო-ს შეიარაღებული მისიის განთავსებას მხარი დაუჭირა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის მხარეები დონბასის სამ რაიონში ჯარებს გამყოფი ხაზიდან გაიყვანენ, რაზეც აქამდე იყვნენ შეთანხმებულები, და კიდევ ოთხ რაიონთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ~რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვითარების დარეგულირების საფუძველი მინსკის შეთანხმებები უნდა იყოს. შეგახსენებთ, აგვისტოში ვლადიმერ პუტინმა "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრას აზრს მოკლებული უწოდა. ამ განცხადებას წინ უძღვოდა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ ყირიმში ტერაქტის აღკვეთის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ბერლინში შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებიდან საოცრებები მოსალოდნელი არ არის. ცნობისთვის, ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნორმანდიულ ფორმატში ოთხი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა იყო.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)