|
2016-10-18 12:13:58, 2307 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი: მოსკოვისა და დამასკოს ქმედებები სირიაში შესაძლოა, სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს
მოსკოვისა და დამასკოს ქმედებები სირიაში შესაძლოა, სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შედეგად მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ევროკავშირი გმობს ალეპოზე რუსეთის ავიადარტყმებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთისა და სირიის რეჟიმის თავდასხმების გამო ქალაქის ათასობით მცხოვრები იტანჯება. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთი და სირიის მთავრობა კასეტური ბომბებისა და ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულეს. გარდა ამისა, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მოსკოვი და დამასკო განზრახ ბომბავენ ალეპოში საავადმყოფოებს, სამედიცინო პერსონალს, სკოლებს და სამოქალაქ ინფრასტრუქტურას. ევროკავშირი რუსეთისა და სირიის ხელისუფლებებს ალეპოში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამას გარდა, მინისტრებმა სირიაში ჰუმანიტარულ კონვოიზე განხორციელებული ავიადარტყმა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვავად შეაფასეს და მომხდარის გამოძიება მოითხოვეს.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)