|
2016-10-17 16:55:05, 1919 ნახვა
მსოფლიო
მოგერინი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს არ განიხილავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სირიის გამო დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს არ განიხილავენ, თუმცა შესაძლოა, ზომები ბაშარ ასადის მთავრობის წინააღმდეგ აამოქმედონ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შესხვედრის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მოგერინიმა აღნიშნა, ლუქსემბურგში მიმდინარე შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხი არ განიხილება, რადგან აღნიშნული ინიციატივით ევროკავშირის წევრი არც ერთი ქვეყანა არ გამოსულა. თუმცა მისივე განცხადებით, დღის წესრიგში სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხია. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა ასევე დაადასტურა, რომ მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ საქნციების გაფართოებას არ განიხილავენ. მისი განმარტებით, ამჟამად ევროპულ ქვეყნებს შორის აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსი არ არის. ასელბორნი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების შემოღება ამჟამად კონტრპორდუქტიული იქნება. ცნობისთვის, დამატებითი ანტირუსულ სანქციებს მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი. როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, სწორედ მოსკოვზე, და არა ბაშარ ასადის რეჟიმზეა დამოკიდბეული, შეწყდება თუ არა სისხლისღვრა სირიაში, კერძოდ კი, ალეპოში.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)