|
2016-10-17 14:01:44, 2204 ნახვა
მსოფლიო
პარიზში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ აქცია გამართეს
პარიზში ათასობით ადამიანმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ხელოვნური განაყოფიერების წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს შორის “ნაციონალური ფრონტის” წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა მათი ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი მარი ლე პენი მსვლელობაში არ მონაწილეობდა. როგორც BBC წერს, დემონსტრანტები ერთნაირსქექსიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდნენ. აღსანიშნავია, რომ მსვლელობის ორგანიზატორი იყო გაერთიანება „დემონსტრაცია ყველასთვის“, რომელიც 2013 წელს დაარსდა. პარალელურად, პარიზში, ტროკადეროს მოედანზე აქცია ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეებმაც გამართეს. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს საფრანგეთი მსოფლიოში მე-14 ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთნაირსქესიანათა ქორწინება დაუშვა.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)