|
2016-10-14 16:10:07, 2532 ნახვა
მსოფლიო
გუტიერეში: საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთავარი პრიორიტეტი სირიის კონფლიქტის დასრულებაა
გაერო-ს მომავალი გენერალური მდივანის ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, მისთვის ახალ თანამდებობაზე პრიორიტეტი სირიაში კონფლიქტის დასრულება იქნება. ამის შესახებ გუტიერეშმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. გუტიერეში მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთავარი პრიორიტეტი ამ კონფლიქტის დასრულებაა. მისივე თქმით, დღეს მსოფლიო რთულ პერიოდში იმყოფება, ეს ეხება ასევე იმ ქვენებს, რომლებიც კონფლიქტისა და ტერორისტული აქტივობების ზონებს დაშორებული არიან. მომავალი გენერალური მდივანის განმარტებით, მსოფლიო ლიდერები დაინტერესებულები არიან სირიაში სამხედრო მოქმედებების დასრულებით. ამასთან, გუტიერეშმა აღნიშნა, რომ სირიელები არა მხოლოდ თავიანთი პრობლემების, არამედ ასევე მსოფლიო წინააღმდეგობებისა და დავების მსხვერპლნი არიან შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო გუტიერეში გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2017 წლის 1 იანვრიდან დაიკავებს. ის ამ პოსტზე პან გი მუნს შეცვლის. ცნობისთვის, 67 წლის გუტიერეში 1995-2002 წლებში პორტუგალიის პრემიერი იყო. 2005 წლიდან 2015 წლამდე კი ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარის თანამდებობას იკავებდა.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)