|
2016-10-05 19:48:36, 2169 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის მთავრობა აბორტების სრული აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს
პოლონეთის მთავრობა აბორტების სრული აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა იაროსლავ გოვინმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მხარს არ დაუჭერს აბორტების სრული აკრძალვის შესახებ კანონპროექტს, რომელსაც ევროკავშირი აკრიტიკებს. მისივე განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებაზე ყველაზე მეტად ზეგავლენა იქონია ქალების მიერ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამართულმა რეგულარულმა საპროტესტო აქციებმა. "პროტესტებმა გვაიძულა, დავფიქრებულიყავით, და მორჩილება გვასწავლა", -აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, აბორტების სრული აკრძალვის წინააღმდეგ კანონპრექტს პოლონეთის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტი განიხილავს. თუმცა პარლამენტის სპიკერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ინიციატივას მხარი დაუჭირონ სამოქალაქო აქტივისტების მიერ შეგროვებული საჭირო რაოდენობის ხელმოწერების გათვალისწინებით. ინფორმაციისთვის, ამჟამად პოლონეთში ლეგალურად აბორტი ნებადართულია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის, თუ ფეხმძიმობა ქალის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, თუ ჩასახვა სექსუალური ძალადობისა ან ინცესტის შედეგად მოხდა, ან თუ ფეხმძიმობა დარღვევებით ვითარდება. ცნობისთვის, პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში ქალები აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს რამდენიმე დღე მართავდნენ. როგორც ცნობილი გახდა, მათ დააგროვეს საჭირო ხელმოწერები, რის შემდეგადაც, სავარაუდოდ, აბორტის აკრძალვის ინიციატივას მთავრობა მხარს არ დაუჭერს.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)