13:48 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 14:26:56, 2095 ნახვა

მსოფლიო
ჩეჩნეთის რეგიონის ხელმძღვანელის არჩევნებზე რამზან კადიროვი ხმების 97%-ს აგროვებს

ჩეჩნეთის რეგიონის ხელმძღვანელის არჩევნებზე რამზან კადიროვი ხმების 97 პროცენტს აგროვებს. ასეთია ბიულეტენების 15,16 პროცენტის დამუშავების შედეგები, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალებსი ინფორმაციით, კადიროვის გარდა, ჩეჩნეთის ლიდერის თანამდებობისთვის "ზრდის პარტიის" წევრი იდრის უსმანოვი, "სპრავედლივაია რასიას" რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი სულთან დენილხანოვი და რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარე გაირსოლტ ბასაევი იბრძვიანი. 

კადიროვის განცხადებით, რუსეთის ცენტრალურ კომისიაში ჩეჩნეთის არჩევნები შეაფასეს, როგორც მაღალ დონეზე და გამჭვირვალედ ორგანიზებული. ამასთან, მისი მონაცემებით, რეგიონში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. 18 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 84 პროცენტი შეადგინა.

ცნობისთვის, რამზან კადიროვის უფლებამოსილება მარტში ამოიწურა. მას შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics