|
2016-09-18 10:08:21, 1456 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო სკოლებში უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში იწყებს საგანმანათლებლო პროგრამას - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე ტრენერების გადამზადება მიმდინარეობს. ათივე ცნობით, შსს-ს საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და „112“-ის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები საქართველოს საჯარო სკოლების მეხუთე კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ და უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრებიან. უსაფრთხოების 10 გაკვეთილის ფარგლებში, ბავშვები გაეცნობიან საგზაო მოძრაობის, კრიზისულ ვითარებაში მოქმედების და ბუნებრივი კატასტროფების დროს რეაგირების აუცილებელ წესებს. მიმდინარე სასწავლო წელს, საწყის ეტაპზე პროგრამაში საქართველოს 42 საჯარო სკოლა ჩაერთვება. სპეციალურად ამ პროგრამისთვის მომზადდა გზამკვლევი, რომელშიც ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე, ადაპტირებული სახით წარმოდგენილია უსაფრთხოების თემები. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოზარდების ინფორმირება უსაფრთხოების წესების შესახებ და მათი ცნობიერების ამაღლება კატასტროფების დროს რეაგირებასთან დაკავშირებით. პროექტის განხორციელებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჩართულნი არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)