16:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 19:53:42, 1107 ნახვა

პოლიტიკა
კომპანია RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის ოფისს სტუმრობდა

საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს, კომპაანია RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის ოფისს სტუმრობდა.

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა წარმოების განვითარებასა და შემდგომში გაფართოების საკითხზე ისაუბრეს. ასევე , განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა. საწარმო ბოლნისის რაიონში სამთო-მოპოვებით საქმიანობას ეწევა. კომპანიები „არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს (ნახევარფაბრიკატის სახით).

RMG-ის მიერ წარმოებულ პროდუქციას ყიდულობენ მსხვილი საერთაშორისო ტრეიდერული კომპანიები. აფინაჟის (გაწმენდა) შედეგად მიღებული სუფთა ლითონები (ოქრო, სპილენძი, ვერცხლი) კი შემდგომში ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება. „არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ საქართველოში და ბოლნისის რაიონში უმსხვილესი დამსაქმებლები არიან. ორივე კომპანიაში 3000-მდე ადამიანი მუშაობს,რომელთა 90% ადგილობრივი მოსახლეა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics