|
2026-06-26 14:55:40, 3294 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
ქართული ოცნების პრემიერმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ბიინა ივანიშვილე ისაუბრა და მას მადლობა გადაუხადა. "როდესაც საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მე აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას ამ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის, გასული წლის განმავლობაში, საბოლოოდ არის იმ გეზის დამსახურება, იმ სწორი პრინციპების დამსახურება, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ. საბოლოო ჯამში, ის რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, რომ დღეს ქვეყანაში არის სიმშვიდე, ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში ამის და ბატონო ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, კიდევ ერთხელ მადლობა მას სწორი პრინციპებისთვის, სწორი ღირებულებებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს საკუთარ საქმიანობაში.", - თქვა კობახიემ.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)