16:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 17:52:27, 690 ნახვა

პოლიტიკა
იმერლიშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე მის შემცვლელთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის განცხადებით, საბჭოს სხდომაზე მის შემცვლელთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ.

იმერლიშვილის თქმით,  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა, ექსკლუზიურად საქართველოს პრეზიდენტის  გადასაწყვეტია.

იმერლიშვილის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილია, უშიშროების საბჭოს მომავალ მდივანთან დაკავშირებით, პრეზიდენტს გადაწყვეტილება  ჯერ არ მიუღია.

„უშიშროების საბჭოს მდივანი ვარ მანამდე, სანამ არ დავდებ ფიცს საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც მოსამართლე. პრეზიდენტს ჩემს შემცვლელთან  დაკავშირებით ჩემთან კონსულტაციები ჯერ არ ჰქონია“,-აღნიშნა იმერლიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics