|
2016-09-15 15:57:12, 2210 ნახვა
მსოფლიო
კუნძულ ბალისთან ბორანი აფეთქდა - გარდაიცვალა 1 ადამიანი
ინდონეზიის კუნძულ ბალისთან ტურისტული ბორანი აფეთქედა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, გარდაცვლილი გერმანელი ტურისტია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ბორანზე ბომბი არ აფეთქებულა. მედია საშუალების ინფორმაციით, ბორანზე ეკიპაჟის ოთხი წევრი და 30-მდე მგზავრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი უცხოელი იყო. ხომალდი კუნძულ ჯილი ტრავანგანისკენ მიემართებოდა. სააგენტო “ფრანს პრესის” ცნობით, მგზავრებს შორის იყვნენ ბრიტანეთის 17 მოქალაქე, ასევე საფრანგეთის, იტალიის, პორტუგალიის, ირლანდიისა და ესპანეთის მოქალაქეები. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ბორანმა სანაპიროდან 200 მეტრის მანძილი გაიარა. ცნობისთვის, 2016 წლის მარტში კუნძულ ბალისთან სამგზავრო ბორანი ჩაიძირა, რომლის ბორტზე 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა გადარჩა. რამდენიმე ადამიანი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)