|
2016-09-14 17:18:22, 1901 ნახვა
მსოფლიო
ჟან-კლოდ იუნკერი: ევროკავშირი სამხედრო ოპერაციების ერთიანი შტაბის შექმნას გეგმავს
ევროკავშირი სამხედრო ოპერაციების ერთიანი შტაბის შექმნას გეგმავს, რაც ორგანიზაციის ერთიანი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. განაცხადა. ჟან-კლოდ იუნკერის განმარტებით, ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების ჯარები რადიკალურ ისლამისტებსა და რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობას ვერ უწევენ. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა სამხედრო ოპერაციების ერთიანი შტაბის ფორმირება ორგანიზაციიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ უნდა დაიწყოს. ამასთან, მიმდინარე წლის ბოლომდე ევროკომისია შექმნის თავდაცვის ევროპულ ფონდს, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით იმუშავებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)