|
2016-09-14 13:53:14, 2158 ნახვა
მსოფლიო
ამერიკულმა ავიაციამ მოსულში ფარმაცევტული საწარმო დაბომბა
აშშ-ის საჰაერო ძალებმა ერაყის ქალაქ მოსულში დარტყმები განახორციელეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალებსი ინფორმაციით, ავიაიერიშის სამიზნე ყოფილი ფარმაცევტული საწარმო გახდა, რომელსაც ამ დროისთვის “ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. ჯიჰადისტები აღნიშნულ საწარმოში მომწამლავ ნივთიერებებს ამზადებდნენ. როგორც მედია იტყობინება, ავიაშეტევის შედეგად სულ 50 სამიზნე იქნა განადგურებული. ოპერაციაში 12 თვითმფრინავი მონაწილეობდა. აშშ-მა ქალაქ მოსულის დასაბრუნებლად დადეგმილ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 450 სამხედრო გააგზავნა. არაფიციალური ცნობით, იერიში ოქტომბერშია დაგეგმილი. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ამ ქალაქის მოსახლეობა ნახევარ მილიონს აჭარბებს. მოსული “ისლამურმა სახელმწიფომ” 2014 წლის ივლისში დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)