13:48 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 11:34:38, 2117 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში შს მინისტრის არსენ ავაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა იური ლიცენკომ უკრაინულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ლუცენკოს არ დაუკონკრეტებია, რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ.

ლუცენკოს თქმით, საქმე აღძრეს პროკურატურაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის ვიტალი შაბუნინის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

თავად ავაკოვს ლუცენკოს განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში უმაღლეს რადაში არსენ ავაკოვის თანამდბეობიდან გათავისუფლების შესახებ დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა. პროექტის ავტორების აზრით,ავაკოვი კრიმინალის წინააღმდეგ არაეფექტიანი ბრძოლის გამო უნდა გადადგეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics