|
2016-09-13 13:19:42, 1961 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი "გაზპრომის" ტოპმენეჯერი კარენ კარაპეტიანი გახდა
სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი გახდა, - ამის შესახებ სომხური მედია იუწყება. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ხელი უკვე მოაწერა. მედია საშაალების ინფორმაციით, კარენ კარაპეტიანი რუსული ენერგოგიგანტის “გაზპრომის” ტოპმენეჯერი იყო. ის 2001-2010 წლებში “გაზპრომ-არმენიას” გენერალური დირექტორი იყო. 2011 წლის დეკემბერში კი “გაზპრომბანკის” პირველი ვიცეპრეზიდენტი გახდა. 2012 წლის ნოენბრიდან ის კომპანია “გაზპრომ მეჟრეგიონგაზის” გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 2015 წელს კი “გაზპრომ ენერგოჰოლდინგში” ასევე გენერალური დირექტორის მოადგილედ გადაინაცვლა. ამასთან, 2010 წლის დეკემბერიდან 2011 წლის ოქტომბრამდე კარაპეტიანი ერევნის მერის თანამდებობას იკავებდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა თანამდებობა 8 სექტემბერს დატოვა. გამოცემა “ინტერფაქსის” ცნობით, აბრამიანი 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს . ოვიკ აბრამიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2014 წლის 13 აპრილიდან იკავებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)