01:07 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 16:13:45, 1796 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ცენტრ პოინტის“ 7 მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ცენტრ პოინტის“ საქმის მორიგი სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 7 მოწმე დაიკითხა, რომლებსაც ბინა 2008 წელს კრწანისში უნდა მიეღოთ.

მოწმეების ჩვენების თანახმად, საკუთარი ვალდებულებების სრულად შესრულების მიუხედავად, ფართებით დღემდე არ არიან დაკმაყოფილებულები.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეში ბრალდებულები არიან რუსუდან კერვალიშვილი, მაია რჩეულიშვილი და ივანე ცაგურია. ცნობისთვის, დღევანდელ სხდომას სამივე ბრალდებული ესწრებოდა. შემდეგი პროცესი 12 სექტემბერს 14:00 საათზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics