03:48 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 18:03:47, 1291 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს

11 ოქტომბერი იუსტიციის დღეა. პროფესიული დღესასწაული იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში აღნიშნეს.

იუსტიციის დღე მათ მინისტრმა თეა წულუკიანმა მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, აგრეთვე იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: ალექსანდრე ბარამიძე, მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე.

 

იუსტიციის დღე საქართველოში 1918 წლის 11 ოქტომბრიდან აღინიშნება. სწორედ 11 ოქტომბრის კანონით დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან დაარსდა საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებდა კანონმდებლობის კოდიფიკაციასა და “კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულის“ ოფიციალურ გამოცემას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics