10:15 - 14 Aug, 2026
|
2016-08-24 19:41:43, 2147 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტთან სროლის ხმა ისმის
ქაბულში ამერიკული უნივერსიტეტის მახლობლად აფეთქება მოხდა, რის შემდეგადაც შენობასთან სროლა დაიწყო, - ამის შესახებ BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობნება. მედიის ცნობით, ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. უნივერსიტეტთან სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანაც მივიდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ამასთან, ერთ-ერთი სტუდენტის ინფორმაციით, მოსწავლეები შენობიდან გასვლას ვერ ახერხებენ. ავღანეთის დედაქალაქში ამერიკული უნივერსიტეტის მახლობლად ასევე გენერალური პროკურატურისა და პარლამენტის შენობები მდებარეობს. ცნობისთვის, ავღანეთში ამერიკული უნივერსიტეტი 2006 წლიდან მოქმედებს. სასწავლებელში ათასზე მეტი სტუდენტი სწვალობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)