|
2016-08-24 13:39:16, 1754 ნახვა
მსოფლიო
დენფორდი: რუსეთის ქმედებები საქართველოში, მიუთითებს, რომ მოსკოვი ნატო-ს დაშლას ცდილობს
ამერიკელი გენერალი ჯოზეფ დენფორდი მიიჩნევს, რომ რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ძალადობრივ ექსტრემიზმთან ერთად მსოფლიოში მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ, - აღნიშნული განცხადება გენერალმა ვაშინგტონში ნაციონალური თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც ჯოზეფ დენფორდმა აღნიშნა, რუსეთი, სხვადასხვა დემოგრაფიული და ეკონომიკუირ სირთულეების მიუხედავად, ვითარდება, ახორციელებს ბირთვული საწარმოებისა და ფლოტის მოდერნიზებას. ამას გარდა ამერიკელმა, გენერალმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ხელისუფლების ქმედებების გამო, კერძოდ, ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში ქმედებების, მოლდოვისა და საქართველოს მისამართით მუქარის გამო, ასევე სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო. ამერიკელი გენერალი მიიჩნევს, რომ თავისი ქმედებებით მოსკოვი ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსის - ნატო-ს დაშლას ცდილობს. 2015 წლის ზაფხულში, ჯოზეფ დენფორდმა რუსეთს აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის უმსხვილესი საფრთე უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)