|
2016-08-24 12:55:33, 1741 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში მიწიძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 21-ს მიაღწია, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს. მედიის ინფორმაციით, უცნობია, თუ რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ყველაზე მეტად სტიქიამ ქალაქი ამატრიჩე დააზარალა. როგორც მერმა სერჯიო პეროციმ განაცხადა, ქალაქის ნახევარი ნანგრევად არის ქცეული. ამჟამად მთავრობა უსახლკაროდ დარჩენილთათვის დროებითი თავშესაფრის ორგანიზებაზე მუშაობს. იტალიური მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს განსათავსებლად უკვე გადასცეს 650 ბინა. შეგახსენებთ, რომ მიწიძვრის ეპიცენტრი ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ პერუჯას მახლობლად მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 03:30 საათზე მოხდა. მიწისძვრის გამო იტალიის პრეზიდენტმა სიცილიაში ვიზიტი სასწრაფოდ შეწყვიტა და რომში დაბრუნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)