07:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 12:50:36, 730 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მარგველაშვილმა მისალოცი წერილი უკრაინის პრეზიდენტს უკვე გაუგზავნა. 

„თქვენო აღმატებულებავ,მინდა გულითადად მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული - უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.

დღევანდელ ღირსშესანიშნავ დღეს, ქართველი ხალხი და პირადად მე გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას უკრაინელი ხალხის მიმართ. თანამედროვე გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში, უკრაინა იცავს და აძლიერებს თავის სახელმწიფოებრიობას. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო არის და იქნება მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი. მჯერა რომ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე უკრაინელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა", -  აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics