10:15 - 14 Aug, 2026
|
2016-08-24 11:51:39, 1874 ნახვა
მსოფლიო
ტაილანდში ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 30 ადამიანი
ტაილანდის სამხრეთ ნაწილში ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 30 ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს. აფეთქებები საკურორტო ქალაქ პატანიში მოხდა. პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთი სასტუმროს ავტოსადგომზე ამოქმედდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. მოგვიანებით სასტუმროს შესასვლელში მდგარი სატვირთო მანქანა აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ორი კვირის წინ ტაილანდის სამხრეთნაწილში მდებარე საკუროტო ქალაქებში აფეთქებების სერია მოჰყვა, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)