|
2016-08-23 19:01:13, 2159 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ქართველი ბიზნესმენი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს (ვიდეო)
რუსეთში, კრასნოდარში ქართველ ბიზნესმენს 46 წლის მინდია გულუას თავს დაესხნენ, - ამის შესახებ რუსული მედია წერს. მედია საშუალების ინფომრაციით, გულუას საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლი გაუხნეს. ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, ინციდენტო გულუას საცხოვრებელ სახლთან მოხდა. თავდამსხმელი ადგილიდან ავბტომობილით მიიმალა, რამდნიმე მანძლის გავლის შემდეგ კი ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა. როგორც მედია წერს, მინდია გულუა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ცნობისთვის, გულუა რუსეთში რამდენიმე მსხილი კომპანიის თანაინვესტორი და აქციების მფლობელია, მათ შორის მის საკუთრებაშია "ბორჟომი ცენტრის" აქციების 61%-ი. ასევე, მინდია გულუა, პოლიტიკურ საქმიანობაშიც აქტიურად იყო ჩართული. 2010 წლიდან ის საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველოს სახელით" ლიდერი იყო. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო გულუაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. 2006 წელს ბიზნესმენზე მსგავსი თავდასხმა განხორციელდა და მისი მანქანა ააფეთქეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)