|
2016-08-22 17:44:01, 1777 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის თავდაცვის მინისტრზე ძებნა გამოაცხადა
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და კიდევ 17 რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, ყველა მათგანი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. ლუცენკოს თქმით, უკრაინის პროკურატურა ასევე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგაც აპირებს საქმის აღძრას. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი საქმე, რომელიც პროკურატურამ სერგეი შოიგუს წინააღმდეგ აღძრა. ცნობისთვის, უკრაინის პროკურატურა 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში 18 მარალჩინოსანზე საუბრობდა, რომლებსაც უკრაინის უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა ქმედებებში ედებოდათ ბრალი, თუმცა მაშინ, მაღალჩინოსნების ვინაობა არ სახელდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)