20:27 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 15:09:07, 1353 ნახვა

სამართალი
კახეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის სამი ფაქტი გახსნეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კ. ხ., 1993 წელს დაბადებული ო. ს. და 1993 წელს დაბადებული ა. მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის აგვისტოში, წინასწარი შეთანხმებით, თელავისა და გურჯაანის რაიონებში სწრაფი ჩარიცხვის რამდენიმე აპარატი დააზიანეს და გაქურდეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამივე ბრალდებული ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო გზაზე დააკავეს. ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული 1 154 ლარი და დანაშაულის ჩადენის იარაღები - ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics