|
2016-08-20 15:44:21, 2218 ნახვა
მსოფლიო
ნიცაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარაცვლილთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ტერაქტის დროს დაშავებული მამაკაცი 19 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი ვინაობა და ასაკი არ სახელდება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა. ამასთან, მედიის ინფორმაციით, 4 აგვისტოს კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა. ეს 56 წლის ფსიქოლოგი, პიერ ატერმანია. მისი მეუღლე და 12 წლის ვაჟი ასევე ტერაქტის მსხვერპლნი გახდნენ, ხოლო 14 წლის ქალიშვილი ამ დრომდე საავადმყოფოშია, თუმცი მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. თავდამსხმელმი რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ათობით ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 86 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 10 ბავშვია. დაშავდა 188 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)