13:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 13:01:32, 745 ნახვა

საზოგადოება
„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით პრემიერს მიმართა

„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტის დროულად გამოძიების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართა.

როგორც მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი, მოქმედი ნარკოპოლიტიკის მიზანმიმართული შეტევა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენაზე მიმდინარეობს, რაც საქართველოში არსებული დრამატული სოციალური უთანასწორობის უშუალო შედეგია.

„სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნარკოპოლიტიკის შედეგები უამრავმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე. მისი ყოველდღიური პრაქტიკის დიდი ნაწილი ისევ უხილავი ქსელების მეშვეობით ფუნქციონირებს. ამგვარი ძალადობრივი ქსელების მუშაობის წინაპირობას წლების განმავლობაში პოლიციისთვის მიცემული გადაჭარბებული ძალაუფლება ქმნის, რომლის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი დღემდე არ არსებობს.

უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკის მიზანმიმართული შეტევა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენაზე მიმდინარეობს, რაც საქართველოში არსებული დრამატული სოციალური უთანასწორობის უშუალო შედეგია. მომხდარი დანაშაული კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პოლიციური კონტროლის მექანიზმები, საჯარო სივრცის მიღმა დარჩენილ ხმაწართმეულ ადამიანებს განსაკუთრებული სიმკაცრით უსწორდება“, - აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში, რომლითაც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღეს მიმართეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics